The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი კორძაია

დიმიტრი კორძაია
Date of birth:11 November, 1958  (59 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. იყო რესპუბლიკის ც/ს საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1983–1991წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1992–1996წწ. დოცენტი, პროფესორი; 1988–1991წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან კლინიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის(ჩინური მედიცინის ინსტიტუტის) რექტორი. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომის, 8 რაციონალიზატორული წინადადების; მისი სახელი უკავშირდება საქართველიში "ინტეგრაციული მედიცინის" დანერგვას, უმაღლესი სამედიცინო განათლების ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შექმნას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლშიდა ნაღვლის კალაპოტის თავისებურებანი ნორმულად და ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის პირობებში", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაღვლის გზების პლასტიკურობა, ნაღვლის შეგუბების მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციული ქირურგიის თავისებურებათა დაფუძნება".

Member of Organizations

  • ევროპის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • იაპონიის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა და აკუპუნქტურისტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგ–ჰემატოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: