შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ კოტარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1986წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში; 1991 წლიდან ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის თანამშრომელი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის და 2 გამოგონების; არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ანგიოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ფუნქციონალური კაბინეტის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკროჰემოდინამიკის შეფასება და მკურნალობის ტაქტიკის პროგნოზირება კლინიკურ ანგიოლოგიაში არაინკაბიური მეთოდების საშუალებით", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.162 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |