The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი გეჩბაია

ბადრი გეჩბაია
Date of birth:5 December, 1981  (42 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაციით 2003 წელს.
2003-2007წწ. ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი მრავალდარგოვანი კოლეჯის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი;
2003-2006წწ. ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი;
2005-2006წწ. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2004-2007წწ. ევროპული უნივერსიტეტის ბათუმის ფაკულტეტის ეკონომიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი მრავალდარგოვანი კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 2008-2009წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი; 2009 -2013წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; 2012–2013წწ. იყო პრეზიდენტის გრანტის, ახალგაზრდა მეცნიერთათვის PG/27/2-230/12 კონკურსში გამარჯვებული თემაზე: "კავკასიის რეგიონის ეკონომიკის პრიორიტეტები და ტენდენციები გლობალიზაციის ხანაში"(კონკურენტუნარიანობა, პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). დღესაც არის რამდენიმე საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;

მაპროფილებელი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების: "სოციალური ეკონომიკა 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემების" (საქართველო, თბილისი), საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალის "მოამბე" (საქართველო, თბილისი), "გლობალური მენეჯმენტი და ეკონომიკა" (უკრაინა, ჩერნიგოვი), "გლობალური ალმანახი" (ოსტროგი, უკრაინა), მიხაილ ბალუდიანსკის აკადემიური საზოგადოების სამეცნიერო შრომების კრებულის (სლოვაკეთი, კოშიცე), საერთაშორისო ჟურნალის "საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა" (ინდოეთი) სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2013 წლიდან კონკურსის წესით არჩეულია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორად; 2015 წლიდან არჩეულია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივნად. ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარის სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ეფექტიქტიანობის ამაღლების გზები მზარდი კონკურენციის პირობებში", დაიცვა 2009 წელს.

Member of Organizations

  • ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, დამფუძნებელი, დირექტორი (2015-)
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო(სენატი), წევრი (2014-)
  • მენეჯმენტის რეგიონული აკადემია(პოვლადორი, ყაზახეთი), წევრ-კორესპონდენტი (2014-)
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, პრეზიდიუმის წევრი (2013-)

Awards and Honors

  • 2015 - ჩერნიგოვის (უკრაინა, ჩერნიგოვი) ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
    საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის
  • 2014 - მენეჯმენტის რეგიონული აკადემიის საპატიო დოქტორი

Bibliography


Share: