The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ კოჭლამაზაშვილი

ავთანდილ კოჭლამაზაშვილი
Date of birth:29 September, 1946  (77 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს.

1971–1982წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1992წწ. საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქკურორტის" თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მიმღები საკონსულტეციო განყოფილების გამგე; 1992 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ახალი სამკურნალო პრეპარატების კლინიკური აპრობაციის განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 10 ბროშურა და 4 მონოგრაფია. 1995 წლიდან არის კვიპროსის ქ. ნიქოზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის – ინტერკოლეჯის საპატიო ლექტორი; 1987 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო–საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი. მონაწილეა კარდიოლოგიის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი საერთაშორისო სკოლა–სემინარების, სამეცნიერო თავყრილობის, კონგრესების და სიმპოზიუმების. მისი თაოსნობით განხორციელებულია ახალი პრაქტიკული რეკომენდაციები გულის კუნთის ინფარქტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. კარდეოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის არითმიები მიოკარდიუმის ინფარქტის პირველი სამი დღეღამის განმავლობაში და მათი მკურნალობის ეფექტურობა",  დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემის უჯრედულ–ჰუმორალურ ფაქტორთა მდგომარეობა ანგიონევროზული სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.163

Member of Organizations

  • ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველო–კვიპროსის თანამეგობრობის საერთაშორისო საზოგადოება, თავმჯდომარე (1995-)

Bibliography


Share: