The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ზურაბიშვილი

ილია ზურაბიშვილი
Other name:ელეფთერიძე  (Pseudonym)
Date of birth:18 March, 1872
Date of death:29 March, 1955  (at 83 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

1890-1891წწ. მუშაობდა თელავის სამაზრო სამმართველოში; 1891-1894წწ. გამომძიებლის საქმისმწარმოებლად; 1896-1899წწ. თელავის სამაზრო სამმართველოს მდივნის თანაშემწედ; 1899-1903წწ. თბილისის ოლქის სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებაში მდივნის, თანაშემწისა და თარჯიმნის თანამდებობაზე; 1903 წლიდან არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივნის თანამდებობაზე; 1918 წლიდან ინტერპარტიული ორგანიზაცია – საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგეობაში; 1919 წლიდან დაინიშნა კანცელარიის გამგედ; საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დანიშნეს რევოლუციური კომიტეტის საქმეთა სამმართველოში კანცელარიის უფროსად; 1921 წლიდან საკანონმდებლო განყოფილების გამგედ; 1894 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის გაზეთ "ივერიაში", სადაც ბეჭდავდა მოთხრობებსა და თეატრალურ რეცენზიებს; პირველი მოთხრობა "მამულის მსხვერპლი" გამოაქვეყნა გაზეთ "კვალში"; მას ეკუთვნის მოთხრობები: "გაროზგილი"(1894), "ორი მონადირე"(1905); ხელოვნებათმცოდნეობითი ნაშრომები: "ვანო სარაჯიშვილი"(1939), ზაქარია ფალიაშვილის ოპერა – "აბესალომ და ეთერი"(1941), "ხალხის შემოქმედი გენია – ლეკური, კახური, მრავალჟამიერი, ურმული"(1949).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.160; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.257-268

Member of Organizations

  • ინტერპარტიული ორგანიზაცია – საქართველოს ეროვნული საბჭო, მდივანი (1917-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1940-)

Bibliography


Share: