შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. 1890-1891წწ. მუშაობდა თელავის სამაზრო სამმართველოში; 1891-1894წწ. გამომძიებლის საქმისმწარმოებლად; 1896-1899წწ. თელავის სამაზრო სამმართველოს მდივნის თანაშემწედ; 1899-1903წწ. თბილისის ოლქის სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებაში მდივნის, თანაშემწისა და თარჯიმნის თანამდებობაზე; 1903 წლიდან არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივნის თანამდებობაზე; 1918 წლიდან ინტერპარტიული ორგანიზაცია – საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგეობაში; 1919 წლიდან დაინიშნა კანცელარიის გამგედ; საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დანიშნეს რევოლუციური კომიტეტის საქმეთა სამმართველოში კანცელარიის უფროსად; 1921 წლიდან საკანონმდებლო განყოფილების გამგედ; 1894 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის გაზეთ "ივერიაში", სადაც ბეჭდავდა მოთხრობებსა და თეატრალურ რეცენზიებს; პირველი მოთხრობა "მამულის მსხვერპლი" გამოაქვეყნა გაზეთ "კვალში"; მას ეკუთვნის მოთხრობები: "გაროზგილი"(1894), "ორი მონადირე"(1905); ხელოვნებათმცოდნეობითი ნაშრომები: "ვანო სარაჯიშვილი"(1939), ზაქარია ფალიაშვილის ოპერა – "აბესალომ და ეთერი"(1941), "ხალხის შემოქმედი გენია – ლეკური, კახური, მრავალჟამიერი, ურმული"(1949). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.160; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.257-268 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |