The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი გულია

დიმიტრი გულია
Date of birth:21 February, 1874
Date of death:7 April, 1960  (at 86 years)
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აურჩა, სოხუმის მუნიციპალიტეტი.
სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში.

1924-1926 წწ. ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1919-1920 წწ. იყო პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი; 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი; 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი; 1910 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი წიგნი; ავტორია რამდენიმე ათეული ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომისა; მათ შორის: "კამაჭიჭი" (1938, მოთხრობა), "აფხაზეთის ისტორია" (1925), "ლექსების კრებული" (1912), "გაუმარჯოს თავისუფლებას" (1920, დრამა), "ორი მშიერი" (1920, ვოდევილი), "სხვის ცის ქვეშ" (1923, მოთხრობა), "რჩეული ნაწარმოებები რუსულ ენაზე" (1937); აგრეთვე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. აფხაზურ ენაზე თარგმნა: დ. ჭონქაძის "სურამის ციხე" (1936), ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი" (1933), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (1940).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.278

Member of Organizations

  • აფხაზეთის ცაკი, წევრი
  • სოხუმის ქალაქის საბჭო, წევრი
  • სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1937 - აფხაზეთის ასსრ სახალხო პოეტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Bibliography

  • აი ვინ ვარ : ლექსები (Author). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1984. - 27გვ.
  • კამაჭიჭი : მოთხრობა (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1951. - 212გვ.
  • ლექსები (Author). - სოხუმი, აფსახელგამი და სტ., 1937. - 28გვ.
  • ვეფხისტყაოსანი : ავთანდილის ანდერძი (Translator). - თბილისი, სსრკ. მეცნ. აკად. საქ. ფილიალის გამომც. და სტ., 1937. - 4გვ.

Share: