The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ლომიძე

ნოდარ ლომიძე
Date of birth:29 February, 1948  (76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1975-1978წწ. იყო ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979-1979წწ. თბილისის N1 პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი; 1979-1980წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1980-1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1992-1993წწ. კათედრის დოცენტი; 1992-1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1993-1995წწ. ამავე უნივერსიტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, 1994-1998წწ. უნივერსიტეტის პრორექტორი; 1995-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის(ჰოსპიტალური ქირურგიის) ქირურგიულ სნეულებათა N1 კათედრის გამგე; 2002 წლიდან თბილისის სახლმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური კლინიკის ქირურგიულ სნეულებათა დეპარტამეწნტის, ხოლო 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2006–2007წწ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში; 2007 წლიდან აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული სამსახურის უფროსი; 2008 წლიდან ქ. თბილისის მე-4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. 1991 წელს მიღებული აქვს ლაპაროსტომიის მეთოდის დანერგვისთვის და საპატიო სიგელი გამოგონებისთვის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის გვირგვინოვანი არტერიების კედლის ასაკობრივი ცვლილებები", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გეგმიური რელაპაროტომია და ჩანაცვლებითი პლაზმაფერები მწვავე გავრცელებული პერიტონიტის მკურნალობის კომპლექსში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000; საინფორმაციო სამედიცინო პორტალი: vidal.ge

Member of Organizations

  • ბიოეთიკის ეროვნული საბჭო, წევრი
  • დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო, წევრი
  • თსსუ დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს (სეს-ის) მედიცინის და ფარმაციის დარგობრივი სექცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი

Bibliography


Share: