Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ნახუცრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა სასულიერო სემინარია ქალაქ პოლტავაში 1900 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალში" და ჟურნალ "მოგზაურში"; შემდეგ – "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", "გლეხში", "მიწაში", "ნაკადულში", "თეატრი და ცხოვრებაში"; 1902-1904წწ. იყო ქართული თეატრის ადმინისტრატორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სოფელ ხაშმში სახალხო თეატრისა და სამკითხველო–წიგნთსაცავის დაარსებაში; 1895 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ხალხური ზღაპარი "არაფერი" და ხალხური "ნანა" ჟურნალ "ჯეჯილში"; წერდა პიესებს, მოთხრობებსა და ლექსებს; ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულად; ნათარგმნი აქვს სამი დიდი ოპერა: "ფაუსტი"(1906), "რიგოლეტო" (1925), "ჰუგენოტები" (1925); ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი "იანიჩარი" (1905, ისტორიული დრამა) და "ჯიუტები" (1914, მოთხრობების კრებული). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.289-291; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |