The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ნახუცრიშვილი

დავით ნახუცრიშვილი
Date of birth:23 July, 1874
Date of death:1932  (at 57 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა სასულიერო სემინარია ქალაქ პოლტავაში 1900 წელს.

1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალში" და ჟურნალ "მოგზაურში"; შემდეგ – "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", "გლეხში", "მიწაში", "ნაკადულში", "თეატრი და ცხოვრებაში"; 1902-1904წწ. იყო ქართული თეატრის ადმინისტრატორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სოფელ ხაშმში სახალხო თეატრისა და სამკითხველო–წიგნთსაცავის დაარსებაში; 1895 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ხალხური ზღაპარი "არაფერი" და ხალხური "ნანა" ჟურნალ "ჯეჯილში"; წერდა პიესებს, მოთხრობებსა და ლექსებს; ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულად; ნათარგმნი აქვს სამი დიდი ოპერა: "ფაუსტი"(1906), "რიგოლეტო" (1925), "ჰუგენოტები" (1925); ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი "იანიჩარი" (1905, ისტორიული დრამა) და "ჯიუტები" (1914, მოთხრობების კრებული).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.289-291ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135

Member of Organizations

  • დრამატიული საზოგადოების გამგეობა, წევრი

Bibliography

  • მგზავრის ღამეული სიმღერა : ერთი შედევრის სამოცდაათი ქართ. თარგმანი (Translator). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 82გვ.. - ISBN: 978-9941-430-91-6
  • იანიჩარი : ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად (Author). - თბილისი, მ. შარაძის და ამხ. სტ., 1901. - 144გვ.

Share: