შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სულიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. 1917-1920წწ. მუშაობდა რედაქციებში მდივნად; 1920-1921წწ. იყო სურამში ქალაქის თვითმმართველობაში მმართველის თანამდებობაზე; 1921-1922წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეთა მმართველი; 1922-1924წწ. ბაქოში რუსეთ–სპარსეთის ამხანაგობის კანტორის მმართველი; 1924-1927წწ. ჟურნალ "რევოლუციური მატიანის" სწავლული მუშაკი; 1927-1935წწ. ცენტრალური არქივის განყოფილების გამგე; 1905-1907წწ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ ბრძოლებში გორში, ჭიათურაში, შორაპანში. ავტორია წიგნებისა: "ცხოვრების ტალღებში"(1926, მოთხრობა), "ნაღვერდალი"(1928, მონოგრაფია), "შაქრო ჩოდრიშვილი"(1929, მოგონება), "მეორე დღეს"(1929), "შორეული ქრონიკა"(1931), "მეგობრის სისხლი"(1942, მოთხრობა), "თევდორე"(1943, ისტორიული მოთხრობა), "ზურაბის ციხე"(1946, მოთხრობა). რევოლუციონერი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, მწერალი, ბელეტრისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.326 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |