შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაყა, ხაშურის რაიონი. მუშაობდა თბილისის, ბაქოს და ოდესის საწარმოებში; 1905-1907წწ. მონაწილეობდა რევოლუციაში; 1901 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "მოგზაურში"; 1926-1941წწ. შეკრიბა და გამოსცა "ქართული ანდაზები"; ავტორია მოთხრობების, მხატვრული ნარკვევების, კრიტიკული წერილების, საბავშვო თხზულებების. მას ეკუთვნის მოთხრობები: "ჩადროსანი", "საზღვარზე", "აუღებელი სიმაგრე", "კაჟი და კვესი", "საბედისწერო პაემანი". რევოლუციონერი მწერალი. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.464-472; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; ლევან მეტრეველი : ნეკროლოგი : 1887-1941 / საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1941. - 29 აგვისტო. - N35 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |