შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხაზარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1963წწ. გაგრაში იყო სანატორიუმის ორდინატორი; 1963–1969წწ. თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1969–1980წწ. სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1980–1981წწ. დოცენტი, ხოლო 1982 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 60 სამცნიერო ნაშრომისა გასტროენტეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის კიბო", დაიცვა 1974 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |