| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1945–1946წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1946–1949წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1949–1955წწ. ორდინატორი; 1955–1957წწ. სტაციონარის გამგე; 1957–1958წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1974წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1981წწ. გულის მანკების განყოფილების გამგე; 1981–1994წწ. გულის რითმის დარღვევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 1990–1995წწ. N8 და N11 საქალაქო პოლიკლინიკათა თერაპევტ–კონსულტანტი. ავტორია 174 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზის წინა წილის კორტიკოტროპული ჰორმონისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის როლი ჰიპერტონიული დაავადების განვითარებაში", დაიცვა 1955 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზარული–თირკმელზედა ჯირკვლოვანი სისტემა და გულის იშემიური დაავადება", დაიცვა 1970 წელს. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.219-220 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

