The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა მამალაძე

მარინა მამალაძე
Date of birth:22 November, 1957  (66 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1974 წელს; კლინიკური ორდინატურა თერაპიულ სტომატოლოგიაში - 1979 წელს; მოსკოვის სტომატოლოგიის ცენტრალური კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტურა - 1981 წელს. 

1984 წლიდან -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ა. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა, საექიმო მოღვაწეობა; 1984 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტისა და ენდოდონტიის მიმართულების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან - სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი "უნიდენტი", დირექტორი, სამკურნალო და სასწავლო-კვლევითი საქმიანობის ხელმძღვანელი; 2001-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2007 წლიდან - საქართველოს შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ექსპერტი-სტომატოლოგი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროფესორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2010 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2013 წლიდან - ჟურნალ "Dent Art" (უკრაინა) სარედაქციო საბჭოს წევრი. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 3 დამხმარე და 1 ძირითადი სახელმძღვანელოს ავტორი. კვლევის თემა: ფოტოპოლიმერიზაციული კომპოზიციური მასალებით კბილთა დეფექტების აღდგენის შემდგომ გართულებათა და ფისურული კარიესის პროფილაქტიკის ძირითადი ასპექტები.  სტომატოლოგიისა და სამედიცინო ესთეტიკის ქართულ-გერმანულ-ესპანური კლინიკა "უნიდენტ-როსის" ხელმძღვანელი. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროდონტიტიან პაციენტთა იმუნომარეგულირებელი სუბ–პოპულაციები", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფოტოპოლიმერიზაციული კომპოზიციური მასალებით კბილთა დეფექტების აღდგენის შემდგომ გართულებათა და ფისურული კარიესის პროფილაქტიკის ძირითადი ასპექტები", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.347; geodoc.ge

Member of Organizations

  • დენტისთა საერთაშორისო კოლეჯი (ICD) , წევრი (2013-)
  • საერთაშორისო დენტალური აკადემია (ADI), წევრი (2010-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, პრეზიდენტი (2009-)
  • უკრაინის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაცია , წევრი (2013-)

Awards and Honors

  • 2012 - საქართველოს ეროვნული პრემია, მედიცინა
    ნაშრომთა ციკლისა და სახელმძღვანელოსთვის "ოდონტოლოგია"

Bibliography


Share: