Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანგირ მამალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1970წწ. მუშაობდა ექიმად სამკურნალო დაწესებულებებში; 1970–1972წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1973 წლიდან ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის", 1996 წლიდან გაზეთ "მედიცინის" მთავარი რედაქტორი. ავტორია 156 სამეცნიერო–პუბლიცისტური ნაშრომის მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებანი დაბერების პროცესში", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სამედიცინო პერიოდული პრესის მნიშვნელობა სამამულო მედიცინის განვითარებაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.181; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |