შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანგირ მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1970წწ. მუშაობდა ექიმად სამკურნალო დაწესებულებებში; 1970–1972წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1973 წლიდან ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის", 1996 წლიდან გაზეთ "მედიცინის" მთავარი რედაქტორი. ავტორია 156 სამეცნიერო–პუბლიცისტური ნაშრომის მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებანი დაბერების პროცესში", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სამედიცინო პერიოდული პრესის მნიშვნელობა სამამულო მედიცინის განვითარებაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.181; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |