შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩუთის რაიონი. 1904-1905წწ. მუშაობდა ჩაქვის ჩაის მეურნეობაში; 1907-1910წწ. ბაქოს მექანიკურ ქარხანაში; 1918-1920წწ. ჟურნალ "ცისარტყელას", 1923-1934წწ. გაზეთ "მუშას" რედაქციაში ლიტმუშაკად; 1905 წლიდან ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას რისთვისაც 1910 წელს დააპატიმრეს; წერა დაიწყო ქუთაისის ციხეში; 1912 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "მუშა" გაზეთ "თემში"; 1918 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მომავალი"; ავტორია წიგნებისა: "საპატიმროს დღიურიდან" (მოთხრობები), "შორი ნათელი" (ლექსები და პოემები), "გზა მეწამული" (პომანი), "მამა" (რომანი), "მეგობრები" (რომანი), "მაისის განთიადი" (რომანი), "აბესალომ მუხიგული" (რომანი), "კავკასიონი" (ლექსები), "მთელი გულით" (ნარკვევები). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.163 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |