The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ხაჭაპურიძე

Date of birth:21 December, 1951  (73 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი : ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1975–1977წწ. იყო თბილისის 28-ე და 1977–1980წწ. მე-18 პოლიკლინიკის ექიმი ნევროპათოლოგი. 1980–1991წწ. ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილეის ექიმია. 1991–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული პროფესიული მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1998 წლიდან ამ კათედრის დოცენტია. ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიის აქტუალურ საკითხებს - თავის ტვინის სისხლძარღვთა მასტენოზირებელ დაზიანებებს, ეპილეფსიას, პერინატარული პათოლოგიის ულტრა ბგერით დოპლეროგრაფიულ დიაგნოსტიკას. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებანი"(1995). ბავშვთა ნევროლოგი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი; ბავშვთა ნევროლოგიური ცენტრის მდივანი, პროფ. გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის წევრი, განყოფილების კურატორი, ამავე კლინიკის მოზრდილთა რეანიმაციის კონსულტანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო დოპლეროგრაფიული გამოკვლევები თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვთა შეუღლებული დაზიანების დროს", დაიცვა 1986 წელს. 

Member of Organizations

  • მსოფლიო და ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება , წევრი
  • ნერვოლოგთა და ფსიქიატრთა თბილისის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1990 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის III ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია, საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის

Bibliography


Share: