| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1916 წელს. ერთხანს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1913-1915წწ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში მიწის მზომავად; 1916-1918წწ. იყო მე–6 სათადარიგო ბატალიონში პრაპორჩიკი; 1919-1921წწ. - მუშათა და გლეხთა ინსპექციაში რევიზორი; 1921-1923წწ. - რაჭის მაზრის თესვის კამპანიის ხელმძღვანელი; 1924-1925წწ. - ჟურნალ "მნათობის" სტილისტი. ლექსებსა და პოემებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ "კავკასიონში", რომლის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ დ. კლდიაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, გ. რობაქიძე, პ. ინგოროყვა და სხვები. პირველი ლექსი 1908 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოაქვეყნა. ქართულად თარგმნა ბაირონის რამდენიმე პოემა, ედგარ პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის ნაწარმოებები, "ამბავი იგორის ლაშქრობისა", დანტეს "ღვთაებრივი კომედია", I ნაწილი (კ. გამსახურდიასთან ერთად), გერმანული ეპოსი "სიმღერა ნიბელუნგებზე" და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელოვანი წვლილი რუსთველოლოგიაში. მასვე ეკუთვნის ღრმად მეცნიერული ნაშრომი "ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პოემა". მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პოეტი, მთარგმნელი, ტექსტოლოგი, რუსთველოლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.410; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.439; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

