Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა მამფორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1953–1958წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1986წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "საშვილისნოს სისხლის ძარღვები"(1958); "ღვიძლის სისხლის ძარღვები და ნაღვლის გზები, ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით"(1978). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს სისხლის ძარღვების მაკრო და მიკროსკოპული ანატომია ნორმასა და ექსპერიმენტში", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის ღვიძლის სისხლის ძარღვების და ნაღვლის გზების ინტრაორგანული აგებულება ამ ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით და მისი ცვლილებები სისხლის მიმოქცევის მოშლის პირობებში ექსპერიმენტში", დაიცვა 1969 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |