The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნესტორ მალაზონია

ნესტორ მალაზონია
Other name:ნ. მანიძე  (Pseudonym)
Date of birth:12 October, 1892
Date of death:22 December, 1983  (at 91 years)
Burial location:სოფელი მამათი
Category:Writer, Educator, Poet, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი.

1908-1911წწ. იყო სოფელ ძიმითში სასოფლო სამმართველოს დამტარებელი; 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში; 1925 წლიდან მუშაობდა ბათუმში ჯერ ინდუსტრიულ ტექნიკუმში აღმზრდელ - მასწავლებლად, 1926 წლიდან საცხოვრებლად ბათუმში გადადის და იწყებს ჟურნალისტურ მოღვაწეობას; ნესტორ მალაზონიას პოეტური დებიუტი 1921 წელს შედგა; 1929 წლიდან მუშაობს განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, 1931-1933წწ. თავმჯდომარედ; 1933-1935წწ. ხულოს რაიონული გაზეთის რედაქტორად; 1935-1937წწ. აჭარის განათლების კომისარიატის კადრების გამგედ; 1938-1941წწ. ბათუმის სახელმწიფო გამომცემლობის წარმოების უფროსად; 1941-1951წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭარის სტილისტ–მთარგმნელად; 1951 წლიდან გამომცემლობა სახელგამის რედაქტორია; 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი, პირველი კრებული 1938 წელს გამოიცა. ავტორია წიგნებისა: "პატაკი ოქტომბერს", "გულიზარი" (პოემა), "გულის ხმა" (ლექსების კრებული), "ჩვენი ყვავილები", "თაგვი", "დაბადებულან გმირები" (ლექსების კრებული), "რჩეული" (ლექსების კრებული); პოპულარობით სარგებლობდა მისი კრებულები: "გულიზარ" (1940), "რჩეული" (1951), "რჩეული ლექსები და პოემები" (1962), "რამაშა" (1968), "შავი ზღვის პირას" (1969), "ორი გასროლა" (მოთხრობა, 1970), "რჩეული" (1972), "მეხუთე სიჭაბუკე" (1976), "რჩეული (1982) და სხვა. ნესტორ მალაზონიას სახელი მიენიჭა ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.645; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.167

Member of Organizations

  • საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1934-)

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography

  • ჩვენი ყვავილები : საბავშვო ლექსები (Author). - ბათუმი, აჭარის სახელგამი, 1945. - 31გვ.
  • გულის ხმა : ლექსები (Author). - ბათუმი, აჭარის სახელგამი, 1944. - 81გვ.
  • თაგვი : აჭარული ზღაპარი (Author). - ბათუმი, აჭარის სახელმწიფო გამომცემლობა, 1939. - 31გვ.
  • პატაკი ოქტომბერს : ლექსები (Author). - ბათუმი, აჭარის სახელგამი და სტ.-ლით., 1937. - 27გვ.

Share: