The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ცეცხლაძე

გრიგოლ ცეცხლაძე
Date of birth:6 April, 1894
Date of death:23 November, 1976  (at 82 years)
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩანჩეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1915-1917წწ. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი; 1918-1920წწ. გაზეთ "მეგობრის", ხოლო 1920-1921წწ. გაზეთ "სახალხო გაზეთის" რეპორტიორი; 1921-1923წწ. გაზეთ "წითელარმიელის" ლიტმუშაკი; 1924-1927წწ. ჟურნალ "ხელოვნების" რედაქციის მდივანი; 1927-1929წწ. გამომცემლობა "ქართული წიგნის" მდივანი; 1939-1941წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი; 1942-1947წწ. ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1948-1949წწ. საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე; 1930-1938წწ. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას; 1917 წლიდან დაიწყო ლექსების ბეჭდვა; გამოსცა შემდეგი წიგნები: "პოეტის ყეფა", "ფერად–ფერადი ლექსები", "საკუთარი ხმა", "ოთხი მაუზერი"; ასევე თარგმნა – ესენინის "ანნა ონეგინა", მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის "ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.205; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511

Member of Organizations

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1935-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: