შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ცეცხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩანჩეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1915-1917წწ. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი; 1918-1920წწ. გაზეთ "მეგობრის", ხოლო 1920-1921წწ. გაზეთ "სახალხო გაზეთის" რეპორტიორი; 1921-1923წწ. გაზეთ "წითელარმიელის" ლიტმუშაკი; 1924-1927წწ. ჟურნალ "ხელოვნების" რედაქციის მდივანი; 1927-1929წწ. გამომცემლობა "ქართული წიგნის" მდივანი; 1939-1941წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი; 1942-1947წწ. ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1948-1949წწ. საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე; 1930-1938წწ. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას; 1917 წლიდან დაიწყო ლექსების ბეჭდვა; გამოსცა შემდეგი წიგნები: "პოეტის ყეფა", "ფერად–ფერადი ლექსები", "საკუთარი ხმა", "ოთხი მაუზერი"; ასევე თარგმნა – ესენინის "ანნა ონეგინა", მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის "ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.205; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |