Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ გვეტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ციხია, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა სამკლასიანი სასწავლებელი და უსახსრობის გამო დაიწყო მუშაობა შეგირდად. პარალელურად სწავლობდა საღამოს სკოლაში. ბეჯითი ახალგაზრდა დაეწაფა წიგნებს და ამავე პერიოდში გადადგა პირველი მორიდებული ნაბიჯები ლიტერატურაში. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი "მთვარის ზღაპარი". ამ პერიოდში იგი უახლოვდება "ცისფერყანწელებს", რაც აისახა კიდეც მის იმდროინდელ კრებულებში; 1921 წლიდან მუშაობდა გაზეთ "კომუნისტში" კორექტორად, შემდეგ რეპორტიორად, ხოლო 1924 წლიდან დანიშნეს ამავე გაზეთის ღამის რედაქტორად; 1930 წელს რედაქტორობდა ჟურნალ "დროშას"; 1935 წელს იყო მწერალთა კავშირის გამომცემლობის "საბჭოთა მწერალის" დირექტორის მოადგილე, ხოლო 1937 წლიდან დირექტორი; 1913 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. ავტორია წიგნებისა: "მთვარის ზღაპარი" (1916), "თეთრი წიგნი" (1917), "დაბინდული ქარვები" (1919), "ღამეები" (1924), "თეო" (1927-1928), "ჭიაკოკონობა" (1931). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.104; მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.779; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.88 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |