შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკინთე ლისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ზედაბანი. 1913-1914წწ. იყო თავართქილაძის სტამბის, ხოლო 1917-1921წწ. სამხედრო სამინისტროს ასოთამწყობი; 1921-1922წწ. ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი; 1926-1928წწ. საქართველოს სახკომსაბჭოს ინსტრუქტორი; 1928-1931წწ. ცეკავშირის გაზეთ "კოოპერაციის" რედაქტორი; 1931-1936წწ. გამომცემლობა "ფედერაციის" დირექტორი; 1936-1939წწ. საქლიტფონდის დირექტორი; 1939 წლიდან საავტორო უფლებათა დაცვის სამმართველოს დირექტორი; 1919 წელს გამოაქვეყნა პირველი პიესა "უნაყოფო ნუგეში" ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში". ავტორია რომანების, პიესების, ლექსებისა და პოემების, მათ შორის: "მანქანების ჭრაღები" (1923, ლექსები), "ზვირთების ქარავანი" (1926, პოემა), "ვარდნილი" (1933, რომანი), "კეცხოველი" (1941, რომანი). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.237; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.380 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |