შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პოლიო აბრამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1923-1932წწ. იყო ჟურნალ "რემედასის" რედაქტორის მოადგილე; 1932-1933წწ. გაზეთ "კინომუშაკის" რედაქციის მდივანი; 1934 წელს ჟურნალ "ავტოდორის" მდივანი; 1934-1936წწ. გაზეთ "მუშას" კორესპონდენტი; 1938 წელს რადიოკომიტეტის გადაცემების მთავარი რედაქტორი; 1942 წელს გაზეთების "სამხრეთის ფრონტის" და "სამშობლოს ღირსებისათვის" რედაქტორი; 1945-1947წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში განყოფილების გამგე; 1947-1949წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის მთარგმნელი; 1918 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი პ. ოდიშელის ფსევდონიმით ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში"; სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს უამრავი პიესები, მოთხრობები, რომანები და ლექსები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.54; მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.803; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.7 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |