შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1989წწ. იყო საგარეჯოს რაიპოლიკლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1969–1970წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს N2 პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1970–1973წწ. მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ალერგოლოგიური ლაბორატორიის ასპირანტი; 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ალერგიული დაავადების გავრცელება მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ზოგიერთ საფეიქრო მრეწველობის დაწესებულების მუშებსა და მოსამსახურეთა შორის", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.192 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |