The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მახათაძე

იოსებ მახათაძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 2010  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1940 წელს იყო სოფელ ცხუნკურის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1940–1948წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1948–1949წწ. მუშაობდა ტყიბულის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; 1949–1951წწ. ვანის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; 1956–2006წწ. გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი, სამედიცინო რადიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1974–1983წწ. ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების გამგე. 1968–1975წწ. თბილისის სისხლის გადასხმის სადგურის კრიობიოლოგიის პრობლემური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 146 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, რამდენიმე რაციონალიზატური წინადადების, მათ შორის აღსანიშნავია გამოგონება: "ძვლის ტვინის საკონსერვაციო აპარატი", რომელიც მსოფლიოში აღიარებულ იქნა, როგორც უნიკალური და დაპატენტდა აშშ–ში 1972 წელს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და პერიფერიული სისხლის ცვლილება ნაღვლის ბუშტის მექანიკური გაღიზიანების დროს", დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისეტაციის თემა - "ანტიციტოლიზური ნივთიერებების შემცვლელი ჰემოკონსერვატი სისხლის გადასხმის მიზნობრივი სამკურნალო გამოყენებისათვის", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 615

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ჰემატოლოგიის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია
    წლის საუკეთესო გამოგონებისთვის
  • 1959 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1949 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: