შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან მესტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941–1942წწ. იყო სამამულო ომში მონაწილეთა მოქმედი არმიის პოლკის ექიმი; 1943–1950წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი, ასისტენტი; 1951–1963წწ. თბილისის ქალაქის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1954–1974წწ. თბილისის მთავარი ფსიქიატრი; 1963 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა განყოფილების გამგე. ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, რომლებიც ეხება ბავშვთა და მოზარდთა შიზოფრენიის და ბავშვთა და მოზარდი ასაკის სოციალურ-ფსიქიატრიულ პრობლემებს. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ეპილეფსიის კლინიკური თავისებურებანი", დაიცვა 1956 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |