შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა მთვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1987 წელს. 1987–1988წწ. იყო თბილისის ბავშვთა N6 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1988–1990წწ. მცხეთის რაისაავადმყოფოს ნატახტარის სამედიცინო ამბულატორიის პედიატრი; 1990–1991წწ. მცხეთის ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრ–ალერგოლოგი; 1991 წლიდან პედიატრიის ინსტიტუტის ჰემატოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ჰემატოლოგიურ პრობლემებს. პედიატრ-ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკროელემენტების და სატრანსპორტო ცილების როლი დღენაკლულთა ანემიის განვითარებაში და მისი მკურნალობის კორექცია", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |