შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია მუხაშავრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985–1987წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრაზე; 1987–1990წწ. თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში; 1990 წლიდან პროქტოლოგიური ცენტრის თანამშრომელი; ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. არის ქირურგი–პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |