შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1976 წელს. 1976 წელს იყო სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ჯგუფის უფროსი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიის, გენეტიკისა და ეკოლოგიის კათედრის პედაგოგი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ფაქტორებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარემოს ტყვიით დაბინძურება და მისი მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე", დაიცვა მოსკოვში 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |