Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ხოჭავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1949წწ. იყო ქ. გლუბოკოეს რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი, თერაპევტი, პედიატრი; 1949-1951წწ. ოჩამჩირის ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი; 1951-1954წწ. მოსკოვის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის ინფექციური კათედრის ასპირანტი; 1957-1962წწ. მინაკის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე; 1954-1957წწ. ქ. გრონდოს სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციის კათედრის ასისტენტი; 1962-1979წწ. ჩიტის სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია – "Неспецифические реакции организма при вирусном гепатите"(1975, Минск); სახელმძღვანელო – "ბავშვთა ინფექტოლოგია"; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "К анализу сущности химиотерапии брюшного тифа", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "Неспецифическая реактивность организма при вирусных гепатитах". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.366; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |