The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მჭედლიშვილი

დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1944 წელს. 

1946–1949წწ. იყო ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1949–1952წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიული კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1964–1971წწ. მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971–1978წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული ალერგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1978–1988წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 151 სამეცნიერო ნაშრომის. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ასაკში ბოტკინის დაავადების ზოგიერთი საკითხის შესწავლისათვის", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი
  • ჟურნალ "პედიატრის" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საკავშირო პედიატრიული საზოგადოების გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: