The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნანეიშვილი

გიორგი ნანეიშვილი
Date of birth:25 July, 1953  (70 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

იყო ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობანი პარანოიდული შიზოფრენიის დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აფექტური აშლილობანი შიზოფრენიის დროს", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.218; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80

Member of Organizations

  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
  • ფსიქიატრთა ევროპული უნივერსიტეტის გამგეობა, წევრი (1996-)
  • ფსიქიატრთა საზოგადოება "ჟენევის ინიციატივა", წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: