The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალვინა ჯავახაძე

მალვინა ჯავახაძე
Date of birth:20 September, 1963  (60 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1988წწ. მუშაობდა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ–ინტერნად; 1988-1990წწ. - ხობის რაისაავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1990-1992წწ. - თბილისის სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1992-1993წწ. - ამავე აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993 წლიდან - ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასისტენტი და თბილისის სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის დოცენტი; აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკა, პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ადამიანის რიტავირუსული ინფექცია ბავშვებში, დაავადების კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიფთერიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური თავისებურებების და პროფილაქტიკის თანამედროვე ასპექტები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.393;  აკად. ვ. ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკა: bochorishvili.ge

Bibliography


Share: