The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნატრიაშვილი

გიორგი ნატრიაშვილი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1975წწ. გაიარა ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა; 1976 იყო ამავე კლინიკის ლაბორანტი; 1976–1983წწ. ბავშვთა V რესპუბლიკური და II საავადმყოფოს ნერვული განყოფილებების ექიმი; 1983–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1987–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან ამავე კათედრის გამგე. არის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიური ცენტრის დირექტორი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ცენტრის კონსულტანტი, პედიატრიული კლინიკის ნერვული განყოფილების გამგე. ავტორია 74 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ნევროლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიკოზური ჰიპერკინეზის დიფერენციული დიაგნოსტიკა ბავშვებში", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • იმუნოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • ნევროლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: