Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნაცვლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1960წწ. მუშაობდა მოსკოვში, ქირურგიის ინსტიტუტსა და I სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრაზე, ამავე პერიოდში 4 წლის განმავლობაში იყო ბელორუსიის სამხედრო ოლქის სამხედრო ზურგის ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; 1960–1968წწ. მუშაობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტში. 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 156 სამეცნიერო ნაშრომის და 5 მონოგრაფიის. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულმკერდის აორტოგრაფიის საკითხები", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აორტის და მაგისტრალური არტერიების რენტგენო–კონტრასტული გამოკვლევების მეთოდები", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |