შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1981–1984წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1985–1992წწ. ასისტენტი; 1992 წლიდან თბილისის დიპლომის შემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის დოცენტი, 1998 წლიდან ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილების გამგე. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სეფსისოლოგიისა და ნეონატალოგიის აქტუალურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა ეტიოლოგიის ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა სეფსისის მიმდინარეობის კლინიკო–ციტოქიმიური კრიტერიუმები", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.224 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |