შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი პატარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1977წწ. იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1991წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პათოლოგანატომი; 1991-1993წწ. თბილისის მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილე; 1993 წლიდან კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის გულ-სისხლძარღვთა და ეკოლოგიური პათოლოგიის საკითხებზე; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის კუნთის ნახშირწყლოვანი ცვლის თავისებურებები სხვადასხვა სანარკოზო საშუალებების გამოყენებისა და ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |