შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ სანადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970 წელს იყო ვანის რაიონის სოფელ ფერეთას ამბულატორიის გამგე; 1970–1973წწ. ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1974–1984წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-2000წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის ფიზიოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზურგის ტვინის პირველადი აფერენტების დაბოლოებათა დეპოლარიზაციის გენეზისათვის", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.247; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 305 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |