The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ შიოშვილი

თამაზ შიოშვილი
Date of birth:29 June, 1941  (82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1967-1968წწ. იყო ცელინოგრადის უროლოგიური განყოფილების ექიმი; 1968-1971წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1971-1973წწ. ამავე ინსტიტუტის საორგანიზაციო–მეთოდური კაბინეტის გამგე; 1973-1986წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986-1989წწ. მოზრდილთა კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის გამგე; ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკის გენერალური დირექტორი; ავტორია 102 სამეცნიერო  ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია, მათ შორის –  "თირკმლის ულტრასტრუქტურა იშემიისა და ჰიპოთერმიის დროს"(1971); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია; არის სპორტის ოსტატი კლასიკურ ჭიდაობაში და საქართველოს "განთიადის" ჩემპიონი(1964).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ადგილობრივი ჰიპოთერმიის გამოყენება "მშრალ" თირკმელზე", დაიცვა 1972 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "არასპეციფიკური ფაქტორების (დენერვაცია, იშემია) მოქმედება თირკმლის ტრანსპლანტატზე და მათი უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების გზები", დაიცვა მოსკოვში 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.315

Member of Organizations

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

Bibliography


Share: