Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1945წწ. იყო ხულოს რაიონის რიყეთის საექიმო უბნის გამგე; 1945-1947წწ. ბათუმის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1948-1949წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1949-1954წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954-1964წწ. ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი და განყოფილების გამგე; 1964 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 335 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს ზოგიერთი საკითხი"(1964), "ქალის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება საქართველოში 20 წლის მანძილზე"(1965-1984); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 28 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Опыт профилактики рака шейки матки влимонно-мандариновых совхозах и колхозах Аджарской АССР", დაიცვა 1951 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის სასქესო ორგანოების კიბოს გავრცელების თავისებურებანი აჭარაში და საშვილოსნოს ექსპერიმენტული კიბო", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.319 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |