The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ბერიძე

ლევან ბერიძე
Date of birth:25 January, 1963  (61 years)
Category:Writer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით 1986 წელს.

1986-1987წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში; 1987-1988 გაზეთ "ივერიაში; 1988-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1991-1995წწ. ქ. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო თემაზე; 2000წელს იყო ჰუბერტ ბურდას სახელობის სტიპენდიატი; 2006-2007წწ. მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისროში, ეუთოს პროექტის - "სომხურის როგორც მშობლიური ენის სწავლების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში" -კოორდინატორად; იყო გაზეთ "მრავალენოვანი განათლება" რედაქტორი; 2007 წელს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის მწერალთა და მთარგმნელთა სახლში მუშაობდა ახალ მოთხრობაზე - "კონცერტი მარცხენა ხელისათვის". 2009 წელს შვედეთში, გოტლანდის მწერალთა სახლში მუშაობს სცენარზე "ფილიპარია". არის პროექტის - "ანთროპონიმთა ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები" დირექტორი; 2008 წელს მოთხრობა - "კონცერტი მარცხენა ხელისათვის", გამოიცა გერმანიაში და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო ქ. ბერლინში, ხოლო 2010 წელს ლატვიაში გამოვიდა მისი წიგნი "ფილიპარია". 2012 წელს მუშაობს პროექტ "ლატვიურ-ქართული სასაუბრო"-ს დირექტორად. მართავს საავტორო საღამოებს ბერლინში, ჰანოვერში, დრეზდენში, როსტოკში, მაინის ფრაკფურტში, თბილისში. თავის მოთხრობებსა და რომანებს წერს გერმანულ ენაზე, მაგრამ შექმნისთანავე თარგმნის ქართულად და ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს.

Member of Organizations

  • კროიცბერგის ავტორთა ჯგუფის და ფრიდრიხ ჰაინის ავტორთა წრე(ბერლინი), წევრი (1996-1999)

Awards and Honors

  • 2023 - ლიტერატურული პრემია "მუზა", რომანი "როგორც შენ იტყვი"
    წლის საუკეთესო რომანისთვის

Bibliography

  • ფორა : რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2014. - 176გვ.. - ISBN: 978-9941-23-035-6
  • Begegnung mit Ursprung und Zeit (Co-Author). - Heidelberg, Edition Braus GmbH, 2008. - 148p. . - ISBN: 9783899043051
  • მესამე = Der Dritte : მოთხრობები (Author). - თბილისი, პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა. - 128გვ.. - ISBN: 99928-66-11-X

Share: