The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
Date of birth:14 June, 1958  (65 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983-1987წწ. ამავე კათედრის ასპირანტი; 1987-2003წწ. კათედრის ასისტენტი; 2003 წლიდან ზოგადი პედიატრიის კათედრის დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 1997-2007წწ. იყო . გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში2006-2007წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 2007-2011წწ. თსსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2007-2014წწ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი, 2015 წლიდან ამავე კლინიკის სამედიცინო დირექტორი.  

ავტორია 215 სამეცნიერო ნაშრომისმათგან 74 გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში, ხოლო 16 მოყვანილია აშშ- ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებელში(PubMed). ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლიპიდური ცვლის კომპლექსური შესწავლის მაჩვენებლები ჯანმრთელ დროულ ახალშობილებსა და ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს", დაიცვა 1989 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იმუნურ-მეტაბოლური ძვრები და მათი კორექციის გზები მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს ბავშვებში", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ.329

Member of Organizations

  • ევრაზიის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების გულმკერდის საზოგადოებათა ფორუმის გენერალური ასამბლეა, წევრი
  • ევროპის რესპირაციული საზოგადოების პედიატრიული ასამბლეის სამუშაო ჯგუფი, წევრი
  • პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭო, ექსპერტი
  • საქართველოს ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობა, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • ახალგაზრდა მეცნიერთა საკავშირო კონკურსის მესამე ხარისხის პრემია

Share: