შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983-1987წწ. ამავე კათედრის ასპირანტი; 1987-2003წწ. კათედრის ასისტენტი; 2003 წლიდან ზოგადი პედიატრიის კათედრის დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 1997-2007წწ. იყო მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; 2006-2007წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 2007-2011წწ. თსსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2007-2014წწ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი, 2015 წლიდან ამავე კლინიკის სამედიცინო დირექტორი. ავტორია 215 სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 74 გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში, ხოლო 16 მოყვანილია აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებელში(PubMed). ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლიპიდური ცვლის კომპლექსური შესწავლის მაჩვენებლები ჯანმრთელ დროულ ახალშობილებსა და ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს", დაიცვა 1989 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "იმუნურ-მეტაბოლური ძვრები და მათი კორექციის გზები მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს ბავშვებში", დაიცვა 2001 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ.329 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |