Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ბაჩანა ჩაბრაძე
Date of birth: | 19 January, 1976 (49 years) |
Category: | Translator, Poet, Philosopher |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტისა და უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საფრანგეთში, თბილისთან დაძმობილებული ქალაქის, ნანტის უნივერსიტეტში. 2001 წელს, ნანტის უნივერსიტეტის, მერიისა და ასოციაცია "ნანტი-თბილისის" ეგიდით, ფრანგი მკითხველისთვის ჩაატარა ქართულენოვანი პოეზიისადმი მიძღვნილი კონფერენციები. იყო, პარიზში, იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის დელეგატი. 2011 წლიდან მუშაობს პარიზის "დეკარტის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკაში. მის მიერ თარგმნილი ასზე მეტი ავტორის ლექსები, პიესები, მოთხრობები და ესეები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში: "არილი", "ახალი საუნჯე", "თეატრი", "ინდიგო", "განთიადი", "აფრა", "პირველი სხივი", "ელექტროლიტი", "ლიტერატურული გაზეთი", "ლიტერატურული პალიტრა". არის ლექსების ორი კრებულის ავტორი და ათი წიგნის მთარგმნელი, ფრანგულიდან ქართულად და პირიქით. საერთაშორისო კლასიფიკაციის მოჭადრაკე (ELO 2243).
წყარო: ავტორის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული ცნობები
Awards and Honors
- 2024 - გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია
წლის ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
- 2023 - "ფრანგული რენესანსის" ოქროს მედალი
ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში შეტანილი კულტურული წვლილისთვის
- 2020 - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია
პიესის წლის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
- 2011 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია, კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთათვის (ფრანგული პოეზიის თარგმანები)
- 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, ხმა უცხოეთიდან
Bibliography
- შორეული ჰანგები : გიორგი ეკიზაშვილი, კარნე დიუ დესერ დე ლიუნ, ვალ-დე-რეი 2024. - 188გვ (Translator). - 2024. - 188გვ.
- თეატრი და მისი ორეული : ანტონენ არტო / მთარგმნელის კომენტარებით (Translator). - თბილისი, 2024. - 200გვ.
- ზაფხულის მოლოდინში : ნიკა ჯორჯანელი (Translator). - პარიზი, ლ’ენვანტერი, 2023. - 128გვ.
- პატაფიზიკა სცენაზე : ალფრედ ჟარი იუბიუ მეფე და გიიომ აპოლინერი ტირესიასის ჯიქნები = La Pataphysique sur scene : Alfred Jarry Ubu Roi, Guillaume Apollinaire Les Mammelles de Tiresias / ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ (Translator). - თბილისი, არილი, 2023. - 142გვ.. - ISBN: 978-9941-8-5111-7
- არაბულის მასწავლებელი : გიორგი ლობჟანიძე, კარნე დიუ , ვალ-დე-რეი (Translator). - 2023. - 188გვ.. - ISBN: 978-2-39055-025-9
- ქუთაისის მატარებელი : ოცი ქართველი პოეტი (Translator). - პარიზი, კარაკტერი, 2022. - 180გვ.. - ISBN: 978-2-85446-662-1
- თეორია კინგ კონგი : ესეები / ვირჟინი დეკანტი ; ფრანგულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ (Translator). - თბილისი, პოლინომიალი, 2022. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-8-4985-5
- მე ბევრი ვარ : თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი (Translator). - პარიზი, ლ’ენვანტერი, 2021. - 120გვ.. - ISBN: 978-2-35597-046-7
- შიზოგადოება : ლექსები / პაატა შამუგია (Translator). - პარიზი, ლა ტრადუკტიერი, 2021. - 64გვ.. - ISBN: 979-10- 97304-29-4
- ფრანგული შანსონი (Translator). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-458-72-9
- ერთი საათით გვიან : ლექსი (Translator). - თბილისი, 2010. - 168გვ.. - ISBN: 978-9941-0-2997-4
- მთვარის სიმთვრალე : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1996. - 174გვ.
- ნაცრისფერი სამყარო : ლექსები (Author). - თბილისი, გულანი, 1992. - 143გვ.
|