The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ საყვარელიძე

Date of birth:8 December, 1927
Date of death:December, 2012  (at 84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს.

1950 წლიდან მუშაობდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე: ექიმ–სტაჟიორად, ლაბორანტად, კლინიკურ ორდინატორად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1972–1998წწ. იყო ამავე კათედრის გამგე; 12 წლის განმავლობაში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია და ორი სახელმძღვანელო ორთოპედიასა და სტომატოლოგიაში. ექიმი-სტომატოლოგი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერეტაციის თემა - "ორთოპედიული სტომატოლოგიის ზოგიერთი ძირითადი საკითხი საბჭოთა სტომატოლოგიურ პრესაში", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.248; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: