შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე: ექიმ–სტაჟიორად, ლაბორანტად, კლინიკურ ორდინატორად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1972–1998წწ. იყო ამავე კათედრის გამგე; 12 წლის განმავლობაში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია და ორი სახელმძღვანელო ორთოპედიასა და სტომატოლოგიაში. ექიმი-სტომატოლოგი, პროფესორი. საკანდიდატო დისერეტაციის თემა - "ორთოპედიული სტომატოლოგიის ზოგიერთი ძირითადი საკითხი საბჭოთა სტომატოლოგიურ პრესაში", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.248; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |